მეცხრამეტე საუკუნის ეპოქალური იდეები-უსასრულობის გააზრება,ბუნების საიდუმლოებების შეცნობა,სოციალური ყოფს შეცვლის იდეა ,იდეა ადამიანის და ერის თავისუფლებისა ,ჰუმანიზმის იდეა ნათლად აისახა ქართველი რომანტიკოსის ნ.ბარათაშვილის’’მერანში’’.
პოეტის იდეები დროისა და სივრცის საზღვრებს მიღმა ‘’ნავარდობს’’, როგორც „მერანი“ და თავისი ეპოქის სოციალურ-პოლიტიკური ფონით შემოსაზღვრულ ჩარჩოებს სცდება. მწერალი ღირებულებათა კონფლიქტში ჩაება თავის თანამედროვე საზოგადებასთან და სახელმწიფო სისტემასთან, ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში უთუოდ ამოვიკითხავთ პერიფერიასა და იმპერიას შორის არსებული დაპირისპირების მძაფრ და სულისშემძვრელ სურათებს. მან იგრძნო,რომ პოეზიის საგანი შეიძლება იყოს არა მარტო სულის იდილიური მყუდროება,არამედ ზოგადადამიანური თემები.
ბარათაშვილი ამაღლებულ იდეალებს, უსაზღვროებას ესწრაფოდა, თუმცა ესმოდა, რომ მოკვდავი ადამიანისთვის უსაზღვროება მიუწვდომელია, ჩვენ მისი შეცნობა არ გვძალუძს, სურვილები კი უსაზღვროა. მან გაიარა გზა უიმედობის, კაეშნის, სანამ საბოლოოდ იგრძნობდა, რომ მელანქოლია და ტკივილი გათანგული სულის ძილის მიერ ნაშობი ურჩხულები იყვნენ და გადაწყვიტა,ინდივიდის ბრძოლისათვის აზრი მიეცა, სოციალური შინაარსით გაემდიდრებინა.მას დარჩა მხოლოდ ერთი საზრუნავი და ერთი აზრი,ბრძოლა მოძმეთა უკეთესი მომავლისათვის.მან ბრძოლისას ერთგვარი სიკეთის გამარჯვების ჰიმნი შექმნა, ამ დროს სიცოცხლე სასიამოვნო გახდა,რადგან
„ ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება:
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!“
ეს არის ის მონაკვეთი ლექსში,რომელშიც ავტორის ეგოცენტრული ‘’მე’’ მოულოდნელად,სოციალურ ინდივიდად გარდაიქმნება. „მერნის თავგანწირული მხედარი“ თავის ეგოისტურ ინტერესებს მოძმის მომავალ კეთილდღეობას სწირავს და ამაში საკუთარ დანიშნულებას პოულობს. ჩემი ნამუშევარიც ამ იდეის დამტევია. ვეცადე, ტილოზე თავგანწირული მხედრის მწუხარებისა და უსასოობის, ტკივილის განცდა ‘’დამევიწყებინა ‘’და პოეტის მისწრაფებათა იმედის მომცემი, პოზიტიური სიბრძნის მატარებელი ასპექტები გამომეხატა. ჩემი აზრით, პოეტის დაინტერესებაც გამოვსახე ადამიანის ხვედრისა და არსებობის აზრისადმი, რადგან გზა, როგორც მეტაფორა, ცხოვრების მხატვრულ სახეს წარმოადგენს. ნახატი სიცოცხლითა და მომავლის იმედითაა განმსჭვალული. სიმწვანის მრავალი ელფერი სინათლეზე თამაშობს; ბარათაშვილის იდეათა გამოძახილი თითქოს მოშრიალე ფოთლების ჩურჩულში ისმის: დროის საზღვარს ის გადალახავს, ვისაც ბრძოლის უსასრულო უნარი აქვს, საკუთარი თავის უარყოფა და თანამოძმისთვის ზრუნვა კი მებრძოლი სულის გამოხატულებაა.
პოეტის იდეებთან ერთად მე ჩემს ნამუშევარში გადმოვეცი ნიკოლოზ ბარათაშვილის გავლენა ჩემს სულიერ მრწამსზე. მიუხედავად სასოწარკვეთილებისა, რომელიც „მერანს“ დასაწყისში გასდევს, ავტორი შთაგვაგონებს, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეიძლება და მაშასადამე, გარკვეულწილად, არც უსასრულობის შეცნობაა შეუძლებელი მოკვდავი ადამიანისთვის, თუ მას ნებელობა გააჩნია.

წარმოდგენილი მასალის ავტორი (გვარი, სახელი სრულად)
|
ნინო წოწონავა
|
სკოლა (სკოლის სახელი, რეგიონი, ქალაქი, დაბა მიუთითეთ სრულად) კლასი, ასაკი
|
სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონი,ქალაქ ფოთის #3
საჯარო სკოლა X კლასი 15 წელის.
|
ნამუშევრის დასახელება
|
"დროის საზღვრებს მიღმა"
|
შესრულების ტექნიკა, მასალა, პროგრამა
|
აკრილი,ტილო შენახული jpeg ფორმატში.
|
გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი
|
ნიკოლოზ ბარათაშვილი’’მერანი’’
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ნინო გაბუნია
|
რესურსის აღწერა:
|
|
კლასი
|
X-ა კლასი
|
სამუშაოს თემა:
|
,,დასურათებული ნაწარმოები’’
ნ.ბარათაშვილი ‘’მერანი’’
|
ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
ნინო გაბუნია
|
კონსულტანტ მასწავლებელი (არსებობის შემთხვევაში
|
------------------
|
მოსწავლე
|
ნინო წოწონავა
|
ქალაქი
|
ფოთი
|
რაიონი
|
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი
|
სასწავლო დაწესებულება
|
ფოთის #3 საჯარო სკოლა
|
ელ ფოსტა
|
no.gabunia@gmail.com
|
Comments
Post a Comment