სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N 1 საჯარო სკოლა. ალექსანდრე ჭავჭავაძე



1.         მე-9 კლასი

2.       ვირტუალური ექსკურსია, მიმართულება-ლიტერატურულ-ბიოგრაფიული

3.       ხელმძღვანელი მასწავლებელი-ნონა ნონიაშვილი

4.       მარიამ ვარდოშვილი, შოთიკო ვარდოშვილი

5.       სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა

6.       Matani1@mes.gov.ge



მას შემდეგ, რაც ქალბატონმა რუსუდან გონაშვილმა შემოგვთავაზა ქსელურ პროექტში_ ,,საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში“_ ჩართვა, გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია პროექტის შესახებ. პროექტი სხვადასხვა ტიპის ფორმატს მოიცავდა, თუმცა ბავშვები დაინტერესდნენ „ვირტუალური ექსკურსიით“ და სურვილი გამოთქვეს ემუშავათ. ალბათ, არცაა გასაკვირი, რომ ახლაგაზრდებს ინოვაციური შემოთავაზებები უფრო იტაცებს და რადგან მათთვის მსგავსი პროექტი სიახლე იყო, მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, მოწსავლეებმა არჩევანი შეაჩერეს ვირტუალურ ექსკურსიაზე, რადგან რეალური ექსკურსიისაგან განსხვავებულია, მოითხოვს მეტ შემოქმედებით აზროვნებას, თავისუფალია შაბლონებისაგან... სწორედ ამ ფორმატით დაინტერესდნენ და აირჩიეს ლიტერატურულ-ბიოგრაფიული თემატიკა.სურვილი გამოთქვეს,ემუშავათ ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის ბიოგრაფიებზე.
მე-9 კლასში ისინი სწავლობენ რომანტიზმის, თამამად შეიძლება ითქვას, ევროპული რომანტიზმის შესანიშნავ წარმომადგენელს, ნიკოლოზ ბარათაშვილს და აქედან გამომდინარე, ალ. ჭავჭავაძით დაინტირესება ამან განაპირობა, ხოლო მიხეილ ჯავახიშვილს უშუალოდ გაეცნობიან ფსიქოლოგიურ მოთხრობის_ „ეშმაკის ქვის“_ საფუძველზე. მათ არჩევანი არ გაუკეთებიათ ამ ორ მწერალს შორის და გადაწყვიტეს, შეექმნათ ლიტერატურულ-ბიოგრაფიულ თემატიკაზე შექმნილი ვირტუალური ექსკურსია.
პროექტში მონაწილეობას იღებენ მე-9 კლასის მოსწავლეები:
1. მარიამ ვარდოშვილი, შოთიკო ვარდოშვილი;
2. დიანა ზარავანდაშვილი, ბაია ხოხობაშვილი.
 პროექტი შესრულებულია შესაბამისი ფორმატით!

სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ.მატნის 1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი-ნონა ნონიაშვილი


Comments