სსიპ ქალაქ თბილისის N 158 საჯარო სკოლა. დასურათებული ნაწარმოები



 მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა და მეუბნება , რომ ადამიანად, პიროვნებად თავად უნდა ჩამოვყალიბდე... მეც ვეთანხმები ამ აზრს და ვფიქრობ, რომ ჩემს შვილებსაც ამას ჩავუნერგავ. მოზარდი თუ არ გაიზარდა „ნორმალურ“ ოჯახში , სადაც ყოველთვის გელიან , სითბო და მხიარულება სუფევს , მაშინ ვერ ჩამოყალიბდები ისეთ პიროვნებად, რომელიც ასახელებს ოჯახს, სამშობლოს!!! ფსიქოლოგების აზრით, იმ ოჯახში, სადაც ზეწოლა ხდება ბავშვზე, თან გამუდმებით ჩხუბობენ მშობლები მის თვალწინ , იგი გარკვეული დროის შემდეგ იქცევა მის ოჯახის წევრებზე ორჯერ უარეს მოძალადედ !!! მიუხედავად ამისა, ოჯახში ძალადობა ანუ ბულინგი ჩვენს ეპოქაში უკვე არავის უკვირს, უფრო მეტიც, იგი მორიგი, ჩვეულებრივი ამბავია, რადგან იგი 100 ოჯახიდან ყოველ 50 ოჯახში ხდება, სამწუხაროდ... ამ მტკივნეულ საკითხს ცნობილმა ქართველმა მწერალმა – რევაზ ინანიშვილმა - უძღვნა ფსიქოლოგიური პიესა ,,ჩიტების გამომზამთრებელი“, სადაც ჩანს ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების ნიღაბჩამოხსნილი სახე.
   ბიჭს სკოლიდან დაბრუნებული დედა თავის მეუღლესთან – ბიჭის მამასთან – შემდეგი სიტყვებით ახასიათებს: ,,… სად წავიდა შენი დეგენერატი ვაჟიშვილი, რას სწავლობს საერთოდ, თუ აკეთებს რამეს. რა ჭირზე ფიქრობს, გამოლენჩებული რომ ზის გაკვეთილზე…“. ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ვხვდებით დედის დამოკიდებულებას შვილის მიმართ... ,,გაიღება კარი და შემოდის თხუთმეტი წლის გაღიმებული ბიჭი. მაღალი, წვრილი, მხრებში მოხრილი… გაბერილი ქაღალდის პარკი უკავია მკერდთან. მთელი სხეულით მოაქვს გასახარი ამბავი.” “დიდი, საბრალობელი თვალები ცრემლებით აქვს სავსე. მიდის, ჯერ ერთ ჩიტს აიღებს უმწეო ფრთით, მერე – მეორეს. დგას ჩიტებით ხელში”-სწორედ ეს ემოცია ავსახე ჩემს ნახატში.- ამ ბოლო სიტყვებში რევაზ ინანიშვილმა ნათლად გადმოგვცა მოზარდის უმწეობის განცდა, ხოლო მისი ნაწყენი, გაბრაზებული, სევდიანი ტონით ნათქვამი „კარგით,კარგით“ არის ის განაჩენი, რომელიც მშობლებმა მას გამოუტანეს, მის არსებაში დედამ იმ ჩიტივით ჩაკლა თავისუფალი, სიკეთით სავსე პიროვნება..... რადგან ოჯახში ძალადობის პრობლემა მწვავე, გადაუჭრელი თემაა საზოგადოებაში, განსაკუთრებით, 14-15 წლის ბავშვებში, ამიტომ, სასურველია, ეს ნაწარმოები ისწავლებოდეს უფრო მაღალ კლასებში, როგორც უფრო ადვილად გასააზრებელი საყურადღებო ნაწარმოები.

1.წარმოდგენილი მასალის ავტორი: ნუკა მახათაძე
2.სკოლა, კლასი, ასაკი: ქალაქ თბილისის N 158, VIII კლასი 13 წლის.
3.ნამუშევრის დასახელება დასურათებული ნაწარმოები
4.შესრულების ტექნიკა, მასალა, პროგრამა: Word-PDF
5.გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი: რევაზ ინანიშვილის ნოველა ,,ჩიტების გამომზამთრებელი“
6.მასწავლებლის სახელი და გვარი: ქეთევან გერლიანი

Comments