სსიპ პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლა
პროექტი: «საყვარელი მწერლის შემოქმედებით სახელოსნოში»
საპროექტო მიმართულება: „დასურათებული
ნაწარმოები“
განმარტებითი ბარათი
|
წარმოდგენილი მასალის ავტორი (გვარი, სახელი სრულად)
|
ჭუჭულაშვილი
თორნიკე
|
|
სკოლა (სკოლის სახელი, რეგიონი, ქალაქი, დაბა მიუთითეთ სრულად) კლასი, ასაკი
|
სსიპ
პროფესორ ავთანდილ პოპიაშვილის სახელობის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების
საჯარო სკოლა,
მე-7
კლასი,
12
წლის
|
|
ნამუშევრის დასახელება
|
„თათქარიძეთა სახლ-კარი“
|
|
შესრულების ტექნიკა, მასალა, პროგრამა
|
შესრულებულია
ხელით ფერადი ფანქრების გამოყენებით
|
|
გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი
|
ილია
ჭავჭავაძე- „ კაცია-ადამიანი?!“
|
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
ეკა
თარაშვილი
|
ილია ჭავჭავაძე- „ კაცია-ადამიანი?!“ (ნაწყვეტი)
„კარგი რამ იყო თავად თათქარიძის სახლ-კარი. წარმოიდგინეთ შუა კახეთის
პატარა სოფელში ერთი ტრიალი, დაცემული ადგილი და იმ ადგილის შუაგულსა - ორსართულინი
სახლი ქვითკირისა. აი, ის სართულები რა ფერისა იყო: ქვეშ იყო მარანი, წალმით დახურული,
და იმ მარნის უკანა კედელზე ამოყვანილი გახლდათ ერთი პატარა ოთახი მოაჯირითურთ. მოაჯირს
ეკრა ზედ მერცხლის ბუდესავით ერთი მცირედი ფიცრული, რომელიც საქვეშაგებოსა თამაშობდა.
კარგა მანძილზე კიდევ ფიცრულის სათონეც იგდა, იმას აქედან ხულა, რომელსაც ზედ ჰქონდა
მოდგმული ცალთვალა სასიმინდე, ერთი უბადრუკი რამ და მგლოვიარე. ბაღჩაც იყო, ღობით გავლილი.
ღობესთან, ერთი ფურცლის ხის სიახლოვეს, მოჩანდა ძველი ჩალური, დროთა ბრუნვისაგან ისე
გვერდზე წამოღებული და წამოხრილი, თითქოს გრილოში წამოწოლას აპირებსო, მაგრამ ბებერივით
ნეკრესის ქარის ტკივილებს უეცრად ისე წამოხრილი და დაღრეჯილი შეუკავებიათო. ეზო ამ
ციხე-დარბაზისა, სიგრძზე თუ სიგანეზე, კარგა ფართოდ იყო გაზიდული. იმას ერტყა გარშემო
ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო. ეხლანდელს პატრონს არც კი
მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!“

Comments
Post a Comment