კლასი
|
X
|
ნამუშევრის თემა
|
ვირტუალური ექსკურსია
|
ხელმძღვანელი მასწავლებელი
|
მაია ლორია
|
კონსულტანტი მასწავლებელი
|
მაია ლორია
|
მოსწავლე
|
ლიზი ჯღარკავა
|
სკოლა
|
სამტრედიის მე-11 საჯარო
|
მაილი
|
jgarkavalizi@gmail.com
|
ვირტუალური ექსკურსია
(ლიტერატურულ-ბიოგრაფიული)
გეგმა - კონსპექტი
ავტორი: ლიზი ჯღარკავა
საკონტაქტო ინფორმაცია: ლიზი ჯღარკავა
თემა - გალაკტიონ ტაბიძე
ექსკურსიის მიზანი და ამოცანები:
- ვირტუალური რესურსის შექმნა და მისი პრეზენტირებისთვის მხატვრული თუ ტექნიკური გაფორმების უზრუნველყოფა;
- გალაკტიონ ტაბიძის, როგორც გენიალური პიროვნებისა და პოეტის, გაცნობა-პოპულარიზება მოსწავლეებში;
- შექმნილი რესურსის საგაკვეთილო სივრცეში ეფექტურად გამოყენება.
ექსკურსიის მარშრუტი:
- სამტრედია, ვანის რაიონი, სოფელი ჭყვიში.
დამატებითი მასალა და მოძიებული ინფორმაცია:
დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.
დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის
ოჯახში.
გალაკტიონის მამა ვასილ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვისშის, წლების მანძილზე მასწავლებლად
მუშაობდა.გალაკტიონის ბაბუამ განიძრახა თავისი საქმე შვილისთვის დაეტოვებინა და ვასილის მღვდლად კურთხევის გამო ეპისკოპოსთან
მიიყვანა,მამა-შვილს ქუთაისიდან ჭყვიშამდე ფეხით ევლოთ.ვასილი გაცივდა და ეს იყო მისი სიკვდილიდ მიზეზი.
გალაქტიონის დედა მაკრინე ადეიშვილი,კულტურული ოჯახიდან იყო და შესაფელი ოჯახური განათლება ჰქონდა მიღებული.წერა კითხვა როგორც რუსული ისე ქართული კარგად იცოდა.რაც გალაკტიონის აღზრდაში ხელს უწყობდა.
გალაქტიონის დედა მაკრინე ადეიშვილი,კულტურული ოჯახიდან იყო და შესაფელი ოჯახური განათლება ჰქონდა მიღებული.წერა კითხვა როგორც რუსული ისე ქართული კარგად იცოდა.რაც გალაკტიონის აღზრდაში ხელს უწყობდა.
გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად
ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები
"კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია
"მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)
მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში.
1900 წელს 8 წლის გალაკტიონი ტოვებს მშობლიურ სოფელს და ქუთაისში ჩადის სასულიერო სასწავლებელში სადაც გალაქტიონის ძმა პროკლე სწავლობდა.
1908 წელს გალაქტიონი თბილისში ჩადის და სასულიერო სემინარიის მოწაფე ხდება.სემინარიაში გამოდის ჟურნალი შუქი,რომელსაც გალაქტიონი ხელმძღვანელობს.
ქუთაისში გალაქტიონ თავისი მასწავლებლის რაფიელ ერისთავის შვილი შეუყვარდა,თუმცა სიყვარული ხანმოკლე აღმოჩნდება რადგან მისი რჩეული სხვას მიჰყვება ცოლად. სწორედ მის პირველსიყვარულს მიუძღვნა ლექსი
,,უსიყვარულოდ“
,,უსიყვარულოდ“
1914 წელს გამოდის მისი პირველი ლექსების კრებული.აი როგორ იხსენებს ცხოვრების ამ ეპიზოდს,,როდესაც ჩემი პირველი ლექსი დაიბეჭდა მე მეჩენებოდა სადღაც გაიღო კარი, მე ვიწრო ბნელი სარკიდან ამოვედი და სადაც თვალი გამიწვდებოდა
იყო მზე, მოძრაობა და სინათლე.
გალაკტიონი ისევ ქუთაისში ბრუნდება აქ ის იცნობს ოლღა ოკუჯავას და თავისი ცხოვრების მეგზურად იხდის.
1919 წელს გალაქტიონის მეორე კრბული გამოვიდა მასში გაერთიანდა მე და ღამე, მესაფლავე,ლურჯა ცხენები,მთაწმინდისმთვარე,გურიის მთები,მერი.პოეტურ სამყაროში გავრცელებულ სახეს გალაქტიონმა მიწიერი სახე შეუსაბამა. და პლატონური სიყვარული 12
სტროფში შეუსაბამა.
1924 წელს გალაკტიონმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის აჯანყებას პოემა მიუძღვნა.ჟრნალ მნათობში გამზადებული პოემა და გალაკტიონი ცეკამ ერთად დააპატიმრა.ციხეში მან 3დღე გაატარა,ხოლო იქედან გამსულმა საბოლოოდ დაკარგა საკუთარი ხმა.თითქოს ნიღაბი აუფარა და არ უნდოდა მისი ნამდვილი სახე ვინმესთვის დაენახვებია. ეს ნიღაბი მან სიცოცხლის ბოლომდე ატარა.
ამის შემდეგ პოლიტიკური სიტვაციის და პოეტური შურის გამო მას ყურადღებას არავიან არ აქცევდა.სრორედ ამიტომ ყოველთვის მარტოსულად გრძნობდა თავს.თუმცა მის გვერდით ყოველთვის იყო თოვლი და წვიმა.
გალაკტიონი სიცოცხლისბოლო პერიოდში ავად იყო ნერვული აშლილობის გამო.1959 წლის 17 მარტი ,, გალაქტიონი ამ დილით ისე აგრესიული არ არის, თითქმის ყველაფერში მეთანხმება. ვაცმევ პალტოს და ვგრძნობ, როგორ უკანკალებს ხელები... ასეთ დროს ერთადერთი საშველი არაყია, მაგრამ დღეს არ შეიძლება..
დღეს უნდა დავწვეთ. უბრად მოდის. მთელი გზა ისე გავიარეთ ხმა არ ამოუღია, წერს ნოდარ ტაბიძე.
1959 წლის 17 მარტი 10-ის ნახევარი გალაქტიონი მისაღებ დერეფანში ზის, ბოლთას სცემს და
დროდადრო პრესას ეცნობა. აქედან ეცნობა მწერალის და საზოგადო მოღვაწის შალვა დადიანის გარდაცვალების ამბავს. მწერალთა კავშირის წევრები მას არც კი მიესალმენ. მათთან უკანასკნელი შეხვედრა უფერული აღმოჩნდა. გალაკტიონს მხოლოდ ირაკლი აბაშიძე მიესალმა.
დღეს უნდა დავწვეთ. უბრად მოდის. მთელი გზა ისე გავიარეთ ხმა არ ამოუღია, წერს ნოდარ ტაბიძე.
1959 წლის 17 მარტი 10-ის ნახევარი გალაქტიონი მისაღებ დერეფანში ზის, ბოლთას სცემს და
დროდადრო პრესას ეცნობა. აქედან ეცნობა მწერალის და საზოგადო მოღვაწის შალვა დადიანის გარდაცვალების ამბავს. მწერალთა კავშირის წევრები მას არც კი მიესალმენ. მათთან უკანასკნელი შეხვედრა უფერული აღმოჩნდა. გალაკტიონს მხოლოდ ირაკლი აბაშიძე მიესალმა.
6 საათისთვის ის მარტო რჩება დერეფანში გამოაღებს ფანჯარას და მას გონია, რომ ზღვაში უნდა შეცუროს. მან 13 მეტრი იფრინა და შეუერთდა უსასრულბას.
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.
ექსკურსიის დემონსტრირებისთვის საჭირო მოწყობილობა:
კომპიუტერი, პროექტორი
გამოყენებული მასალა:
1. ვიკიპედია
2. ფ. ნიშნიანიძის წიგნი ,,გალაკტიონ ტაბიძე”
3. ნელი რუხაძის წიგნი ,,უკვდავება შემოქმედთა”
4. ასევე ვიმყოფებოდი სოფელ ჭყვიშში და პირადად მოვისმინე ბევრი რამ მუზეუმის ადმინისტრაციისგან



Comments
Post a Comment